მიხეილ სარჯველაძე: კატეგორიულად ვერ დავეთანხმები, რომ სასამართლო დღეს იმსახურებს ვინმეს დასანქცირებას ინდივიდუალურად და 2012 წლამდე არ იმსახურებდა

მიხეილ სარჯველაძე: კატეგორიულად ვერ დავეთანხმები, რომ სასამართლო დღეს იმსახურებს ვინმეს დასანქცირებას ინდივიდუალურად და 2012 წლამდე არ იმსახურებდა

კატეგორიულად ვერ დავეთანხმები, რომ სასამართლო დღეს იმსახურებს ვინმეს დასანქცირებას ინდივიდუალურად და 2012 წლამდე არ იმსახურებდა, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, მისთვის ღირებულია.

„არ მინდა ელჩის კრიტიკა, მაგრამ ალბათ ჯობდა, რომ მას პასუხი გაეცა სააკაშვილთან და ადეიშვილთან დაკავშირებით კონკრეტულად დასმულ კითხვაზე. რა თქმა უნდა, ჩემთვის ღირებულია ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, მაგრამ ხალხი ხედავს, რომ ამერიკის, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენელი თავს არიდებს პასუხის გაცემას იმის შესახებ, რომ ადეიშვილი და სააკაშვილი კარგი კაცები იყვნენ თუ არა, ამაზე არ საუბრობს ელჩი, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ისინი სანქციების ადრესატი არასდროს გამხდარან და ახლა შეიძლება, რომ ვინმე მოყვეს კრიტიკის ქვეშ. ისიც მესმის, ახლა შეიძლება ვთქვათ, რომ იმ რთულ მდგომარეობაში, რომელშიც ოპოზიცია იმყოფება, რაღაც მხარდაჭერის სურვილი ვინმეს ჰქონდეს მათი, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ხალხში ძალიან ცუდად აღიქმება, ეს უსამართლობის განცდას ტოვებს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.