,,ივანიშვილმა ხო თქვა, რომ პენსიას გაგიზრდითო. რაც გვაქვს ის წინა მთავრობამ გაგვიზარდა” – ასე უთხრა საქართველოს ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს, გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევში გამართული შეხვედრის დროს, ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
,,პენსია ძველმა მთავრობამ კი არა, ამ კაცმა გაგიზარდათ” – უპასუხა მეჯვრისხეველ გლეხს პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა. ნოდარ ხადურმა კი პენსიების გაზრდაში ივანიშვილის როლზე ისაუბრა:
,,ივანიშვილს ეგრე არ უთქვია. ივანიშვილმა თქვა, რომ პენსია საარსებო მინიმუმს გაუტოლდება. საარსებო მინიმუმი კი ამჟამად 146 ლარია. 125 ლარი გაქვთ და წინა მთავრობამ როგორ გაგიზარდათ? 150 ლარი სექტემბრიდან გექნებათ. ეხლა მე შემიძლია ფული დავბეჭდოთ და მოგცეთ. მერე იცი სად წავა ფასები? კოსმოსში. მე რომ სტუდენტი ვიყავი, 15 მილიონი მქონდა სტიპენდია, ოღონდ კუპონი. თუ ეკონომიკა არ განვითარდება, სხვანაირად შეუძლებელია” – აღნიშნა ნოდარ ხადურმა