შოკოლადის ჭიქის ნამცხვრები

შოკოლადის ჭიქის ნამცხვრები

ეს შოკოლადის ჭიქის ნამცხვრები 45 წამში ცხვება! 2 ჭიქა უგემრიელესი დესერტის მომზადება ჯამში სულ 17 წუთს წაგართმევთ. მეტი არომატისთვის, გამოიყენეთ რეცეპტში მითითებული არასავალდებულო ინგრედიენტები ან შეარჩიეთ ისინი თქვენი გემოვნებისამებრ. თხლად დაჭერით ნუშიც და 1-2 წუთის განმავლობაში მოხალეთ უცხიმო ტაფაზე.

ინგრედიენტები

1   ცალი კვერცხი

1/4  ჭიქა შაქარი

მწიკვი მარილი

2   ს/კ დაუმტკბარი კაკაოს ფხვნილი

30   გრამი დამდნარი კარაქი

1   ს/კ მცენარეული ზეთი

1/8  ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი

1   ს/კ ქოქოსის ფანტელები*

1 1/2  ს/კ შოკოლადის ნატეხები*

2   ს/კ თხლად დაჭრილი მოხალული ნუში

3   ს/კ რძე

1/4  ჭიქა ფქვილი

1/4  ჩ/კ გამაფხვიერებელი

1/4  ჩ/კ შაქრის პუდრა

1/4  ჩ/კ დაუმტკბარი კაკაოს ფხვნილი

მომზადებ

ჩატეხეთ ჯამში კვერცხი. ჩაუმატეთ შაქარი, მწიკვი მარილი, კაკაოს ფხვნილი, დამდნარი კარაქი, მცენარეული ზეთი და ვანილის ექსტრაქტი. გათქვიფეთ მსუბუქად, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ ჩაუმატეთ თხლად დაჭრილი მოხალული ნუში და რძე. სურვილისამებრ ჩაუმატეთ ქოქოსის ფანტელები და გახეხილი შოკოლადი, ან სხვა მსგავსი ინგრედიენტ(ებ)ი. შეურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

შეურიეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი ერთმანეთს. შემდეგ ჩაუმატეთ შოკოლადის მასას და შეურიეთ მსუბუქად, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე(ურიეთ მანამ, სანამ მშრალი ფქვილი ხილვადია, ნუ გადაამეტებთ).

გადაანაწილეთ თხევადი ცომი ორ ცალ ყავის ჭიქაში და მაგიდაზე მსუბუქად დააბრახუნეთ, რათა ჰაერის ბუშტუკები მოშორდეს. შედგით მიკროტალღოვან ღუმელში 45 წამით, მაქსიმალურ სიმძლავრეზე. ბოლო 10-15 წამის განმავლობაში ნამცხვრები მასაში მოიმატებს.

გააცივეთ 2-3 წუთის განმავლობაში, მოაყარეთ 1/4 ჩაის კოვზი შაქრის პუდრა, 1/4 ჩაის კოვზი დაუმტკბარი კაკაოს ფხვნილი და გემრიელად მიირთვით!