პოლიტიკური პარტიის მიერ აქციის დაგეგმვა არანაირი პრობლემა არ არის, პრობლემაა ძალადობის წახალისება, „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლისა და პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობის რომანტიზება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„აქციები უნდა დააორგანიზონ ხელისუფლების ოპონენტებმა, ოღონდ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა და ცეცხლის წაკიდება არ უნდა გაამართლოს. ეს უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან. რაც შეეხება რეპრესიებს, თუ ერთი ადამიანი იტყვის, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს და ამას შეიძლება დაერქვას რეპრესიის დაანონსება, ეს არის უსამართლო, ტყუილი და ფეიკი. თუ გამოძიება იმას შეძლებს, რომ მტკიცებულებების მაღალი სტანდარტით შეძლებს დაამტკიცოს, რომ ადამიანმა ეს დააორგანიზა, დამნაშავე აუცილებლად უნდა დაისაჯოს, მაგრამ თუ ეს სტანდარტი არ დაკმაყოფილდება, ის ადამიანი ვერ დაისჯება და არც უნდა დაისაჯოს“, - განაცხადა მდინარაძემ.