ლეგენდარული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი 78 წლისა გარდაიცვალა

ლეგენდარული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი 78 წლისა გარდაიცვალა

ლეგენდარული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ჯამლეტ ხუხაშვილი 1964 წლიდან საქართველოს ტელე-რადიო კომიტეტის სპორტული კომენტატორი იყო, ხოლო 1975 წლიდან პარალელურად „მოამბის“ სპორტული მიმომხილველი. 1990 წელს ის პროგრამა „ალიონის“ მიმომხილველი გახდა.

1980-1992 წლებში მუშაობდა: საქართველოს ტელევიზიაში, რადიოში, ტელეკომპანია „იმედში“, სპორტულ რადიოში „ჯაკო“; იყო საზოგადოება „დინამოს“ მწვრთნელი.

2004 წელს დასახელდა საუკეთესო სპორტულ კომენტატორად, 2014 წელს კი ჯამლეტ ხუხაშვილს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადაეცა.