სენატორი მარკო რუბიო ტრამპისთვის ბრალის წაყენებაზე: ეს ჩვენი ქვეყნისთვის შხამია, რომელიც სამუდამოდ შეცვლის პოლიტიკას ამერიკაში - ჩვენ ვინანებთ ამ დღეს

სენატორი მარკო რუბიო ტრამპისთვის ბრალის წაყენებაზე: ეს ჩვენი ქვეყნისთვის შხამია, რომელიც სამუდამოდ შეცვლის პოლიტიკას ამერიკაში - ჩვენ ვინანებთ ამ დღეს

„რესპუბლიკელი“ სენატორი, მარკო რუბიო დონალდ ტრამპისთვის ბრალის ოფიციალურად წაყენებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს სამუდამოდ შეცვლის პოლიტიკას ამერიკაში.

„ერთი წუთით გვერდზე გადადეთ, მოგწონთ თუ არა ტრამპი, ხართ თუ არა მისი მხარდამჭერი. დღეს ცუდი დღეა ყველა ჩვენგანისთვის. დღეს ამერიკულმა პოლიტიკამ გადაკვეთა ზღვარი. ხალხი ამას ისე ხედავს, როგორც არის. ეს არის პოლიტიკური, მაგრამ ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ პოლიტიკური. ეს ჩვენი ქვეყნისთვის შხამია. ეს სამუდამოდ შეცვლის პოლიტიკას ამერიკაში. ჩვენ ვინანებთ ამ დღეს“, - აღნიშნა მარკო რუბიომ.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის სასამართლოში მივიდა, სადაც მას ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ.

ტრამპი ამერიკის ისტორიაში პირველი მოქმედი ან ყოფილი პრეზიდენტია, რომელსაც სისხლის სამართლის ბრალი წაუყენეს.