ნაცმოძრაობა და მისი შენაერთები ხელოვნურად აგრძელებენ დესტრუქციულ მოქმედებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
„ვხედავთ, რომ ჯერჯერობით ისინი არ ჩართულან არანაირ პროცესში. ამის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ კონსტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად, როგორც აქამდე, გააგრძელებს აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ 12-ვე პუნქტით გათვალისწინებული საკითხები სრულფასოვნად და მაღალხარისხოვნად შესრულდეს“, - განაცხადა მიქანაძემ.