აშშ-ის კენტუკის შტატში სამხედრო ვერტმფრენები ერთმანეთს შეეჯახნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ დაღუპულია ცხრა ადამიანი.
შემთხვევა ფორტ კემპბელის სამხედრო ბაზის სიახლოვეს მოხდა. მედიის ცნობით, ვერტმფრენები რუტინულ საწვრთნელ მისიაზე იყვნენ. რა გახდა შეჯახების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.