თორნიკე მოლაშვილი: სააკაშვილმა დაახლოებით 30 ტელევიზია დახურა, მოსპო ოპოზიციური აზრი. რა დემოკრატიის განვითარებაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზეა საუბარი?

თორნიკე მოლაშვილი: სააკაშვილმა დაახლოებით 30 ტელევიზია დახურა, მოსპო ოპოზიციური აზრი. რა დემოკრატიის განვითარებაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზეა საუბარი?

დაახლოებით 30 ტელევიზია დახურა, მოსპო ოპოზიციური აზრი. რა დემოკრატიის განვითარებაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზეა საუბარი?, - ამის შესახებ სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ციხეში (როცა მე დამაკავეს) კვირაში მინიმუმ 2-3 გვამი გადიოდა, მიჰყავდათ საავადმყოფოში როგორც ცოცხალი, ფორმდებოდა როგორც ცოცხალი პიროვნება, რომელიც ჩააბარეს საავადმყოფოში და ან იმ დღეს, ან მეორე დღეს უნდა „გარდაცვლილიყო“. გლდანის ციხეში კვირაში მინიმუმ 2-3 ადამიანი კვდებოდა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ ვისთან, რა ბოროტებასთან გვქონდა, გვაქვს და მომავალშიც გვექნება საქმე. მოვიდა თუ არა ხელისუფლებაში ბუტა [რობაქიძე] ეგრევე მოკლა“, - აღნიშნა მოლაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში პრიზი გადაეცა. დაჯილდოების ცერემონია ნორვეგიაში გაიმართა.