რატი იონათამიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: მათი უტიფრობა იქამდე მიდის, რომ როდესაც სააკაშვილი პრივილეგირებულ მდგომარეობაშია, ამბობენ, რომ ის არის მსხვერპლი

რატი იონათამიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: მათი უტიფრობა იქამდე მიდის, რომ როდესაც სააკაშვილი პრივილეგირებულ მდგომარეობაშია, ამბობენ, რომ ის არის მსხვერპლი

ამათი უტიფრობა იქამდე მიდის, რომ მაშინ, როდესაც სააკაშვილი პრივილეგირებულ მდგომარეობაშია, ამბობენ რომ ის არის მსხვერპლი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას“ „ქრონიკას“ განუცხადა.

„მათ არანაირი პერსპექტივა არ აქვთ, არც სტრასბურგის სასამართლოსა და არც ქართულ საზოგადოებაში. სადამდეც შეძლებენ ადამიანების მოტყუებას, ამას შეეცდებიან“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

გასაჩივრდება თუ არა სასამართლოს ორი ინსტანციის უარი სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლება-გადავადებასთან დაკავშირებით . ამ საკითხზე პატიმრის ოჯახს და უფლებამდაცველებს ერთიანი პოზიცია არ აქვთ. გიული ალასანია ამტკიცებს, რომ სარჩელი მზად არის , ადვოკატი კი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს .