ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილში, ერთ-ერთ სკოლაში სროლას, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვი. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 28 წლის გოგოა, რომელიც სამი ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული.
პოლიციის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ასევე გარდაცვლილია.