მიხეილ სააკაშვილი: ამდენი წელი უნდათ, მომაკრან მკვლელის იარლიყი, ოღონდ ვერაფრით ამბობენ, ვინ და სად მოვკალი, გირგვლიანის საქმე კი იყო შეწყალებაზე მიბმის საქმე, თავიდან ბოლომდე შეთითხნილი

მიხეილ სააკაშვილი: ამდენი წელი უნდათ, მომაკრან მკვლელის იარლიყი, ოღონდ ვერაფრით ამბობენ, ვინ და სად მოვკალი, გირგვლიანის საქმე კი იყო შეწყალებაზე მიბმის საქმე, თავიდან ბოლომდე შეთითხნილი

ტყუილია, რომ ექიმებზე და კონსილიუმზე ვამბობ უარს, ჩვენ უკვე სამი კვირაა, ველოდებით ევროკავშირის კონსილიუმს, რომელთაც საქართველოს მთავრობა ჩემთან არ უშვებს,- ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქზე გავრცელებულ პოსტში.

„კლინიკის ენდოკრინოლოგს ჩვეულებრივად ვემუშავები და მას ჩემთან პრეტენზიები არ აქვს“,- აღნიშნავს სააკაშვილი.

როგორც ის აცხადებს, ეჭვი არავის ეპარება, რომ სამართლიანობას ვერ იპოვის.

„ამდენი წელი მათ უნდათ, მომაკრან მკვლელის იარლიყი, ოღონდ ვერაფრით ვერ ამბობენ, ვინ და სად მოვკალი. გირგვლიანის საქმე კი იყო შეწყალებაზე მიბმის საქმე, თავიდან ბოლომდე შეთითხნილი. სწორედ ამიტომ მიწოდებენ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები პოლიტიკურ პატიმარს. ამ ბანდის შიზოფრენიამ უკვე უმაღლეს წერტილს მიაღწია და, მგონი, არავის ეპარება ეჭვი, რომ მე ვერ ვიპოვი სამართლიანობას.

ერთადერთი, ვინც ჩემს დროს ქართულმა სახელმწიფო ძალებმა დახოცეს ასობით, იყვნენ ის რუსი ინტერვენტები, რომელთაც 2008 წელს გადმოკვეთეს ჩვენი საზღვარი. სწორედ ამათ ხოცვაზე საუბრობს ბოლომდე რუსი პრემიერი. სწორედ განადგურებული მომხვდურების ჭირისუფალ მთავრობასთან გვაქვს საქმე.

ამათ დაიწყეს ჩემი აბსურდული ბრალდებებით მათი მმართველობა და ამთავრებენ იგივეთი“,- აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქსტატუსში.

 

trampi რაც უფრო დემოკრატიულად ძაან ძაან მაგრად დაგვაჯვამენ თავზე უფრო უკეთესია --უფრო გამოფხიზლდება ეს ,,დემოკრატიისაკენ,, მიდერეკილ--მოდრეკილი ხალხი...
უფრო მალე გამოვლენ დემოკრატიული ილუზიებიდან
ამერიკა ჩვენი მეგობარია?---- ისემც იმათი კეთილები ქუნემ მთელმა მსოფლიომ.....
ხო უკვე კარგად გამოჩნდა მთელი ამ წლების მანძილზე ამერიკის ჩვენთან მეგობრობის ნამდვილი მიზანი??
აი კრედიტი მოგვცა ........ აი ხორბალი მოგვცა ........ აი დაგვეხმარა........ აგე ხომ დაინახეთ რატომ გვეხმარებოდა??---როცა იმათ ინტერესებს დასჭირდებოდა მთელი საქართველო კამიკაძეებად უნდა გადაქცეულიყო და მათი ინტერესებისათვის რუსეთისთვის დემოკრატიულად თავი შეგვეკლა
მარტო რუსის ტრაკში ეკლად ყოფნა საკმარისი არაა,, არა
აბა ეგენი ფულებს რომ გვახარჯებდნენ, გიჟები კი არ იყვნენ რომ მუქთად დაეხარჯათ ჩვენზე ფულები?..ეხლა გვეუბნებიან გადახდა უნდა ვალსაო.................სანაცვლოდ .წადით და თავი შეაკალით რუსეთს. თქვენი საქართველო სუ კიტრზეც გვკიდიაო....

ეხლა მაინც ჰასკაააცაააა რატო გვეხმარებოდნენ ეგენი??
ფერშტეინ?? მაგრამ ვისაც არ უნდა რომ ეს გაიგოს არც ფერშტეინი უშველით და არც ჰასკაცა
ჰოოდა ამათ გზაც იქით ჰქონიათ...
მოკლედ იმედი მაქვს რომ მანამ ეგენი ჩვენ გვიტირებენ დედას, მანამდე თვითონ ეტირებათ დედა და..... კოლუმბი მხედრიონელი გახდება!!!
2 წლის უკან