რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: რუსეთს აქვს უნიკალური იარაღი, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ნებისმიერი მოწინააღმდეგე, მათ შორის აშშ, თუ რუსეთის არსებობას საფრთხე დაემუქრება

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: რუსეთს აქვს უნიკალური იარაღი, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ნებისმიერი მოწინააღმდეგე, მათ შორის აშშ, თუ რუსეთის არსებობას საფრთხე დაემუქრება

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ რუსეთს აქვს უნიკალური იარაღი, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ნებისმიერი მოწინააღმდეგე, მათ შორის აშშ, თუ რუსეთის არსებობას საფრთხე დაემუქრება.

„რატომღაც, ამერიკელი პოლიტიკოსები, რომლებიც საკუთარი პროპაგანდის ტყვეობაში იმყოფებიან, დარწმუნებულნი არიან, რომ რუსეთთან პირდაპირი კონფლიქტის შემთხვევაში, შეერთებულ შტატებს შეუძლია პრევენციული სარაკეტო დარტყმის განხორციელება, რის შემდეგაც რუსეთი ვეღარ შეძლებს უპასუხოს. ეს ძალიან საშიში სისულელეა“, - აღნიშნა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა.

მისი თქმით, დასავლეთში გარკვეულმა ძალებმა ისტორიის გაკვეთილები დაივიწყეს და რევანშზე ფიქრობენ, რაც რუსეთზე სამხედრო გამარჯვებას გამოიწვევს.