ლევან ხაბეიშვილი „ნაწილობრივ ბოიკოტზე“: პეპლების კანონზე მონაწილეობას არ მივიღებთ. უწუ-პუწუ და ბლა-ბლა-ბლა რომ აქვთ, რუტინაში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ

ლევან ხაბეიშვილი „ნაწილობრივ ბოიკოტზე“: პეპლების კანონზე მონაწილეობას არ მივიღებთ. უწუ-პუწუ და ბლა-ბლა-ბლა რომ აქვთ, რუტინაში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ისინი საპარლამენტო ცხოვრებაში ნაწილობრივ იქნებიან ჩართული და კანონშემოქმედებით რუტინაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

„ნაციონალური მოძრაობა“ გააგრძელებს ბოიკოტს, პროტესტს ყველგან! რაც შეეხება პარლამენტს - ვიქნებით ყველა იმ საკითხზე, რომელიც სახელმწიფოებრივად იქნება მნიშვნელოვანი. პეპლების კანონზე მონაწილეობას არ მივიღებთ. უწუ-პუწუ და ბლა-ბლა-ბლა რომ აქვთ, რუტინაში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ. მაგრამ რაც იქნება საბრძოლი და გამოსაგლეჯი ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ცხადია, ამას გავაკეთებთ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.