ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი", ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, ლ.მ.-ს ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 926.52 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.
სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული, ექსპერტების მიერ შეფასებული, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 73 367.24 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.