გია გაჩეჩილაძე: რა რუსული კანონი, რის რუსული კანონი, მეორე და მესამე დღეს ვნახეთ, რომ თვითონ ევროპარლამენტი იღებს ამ კანონს

გია გაჩეჩილაძე: რა რუსული კანონი, რის რუსული კანონი, მეორე და მესამე დღეს ვნახეთ, რომ თვითონ ევროპარლამენტი იღებს ამ კანონს

რა რუსული კანონი, რის რუსული კანონი, მეორე და მესამე დღეს ვნახეთ, რომ თვითონ ევროპარლამენტი იღებს ამ კანონს და ვნახეთ ევროპარლამენტარები, რომლებიც მოგვიწოდებენ, რომ პირიქით, თქვენ თავს გაუფრთხილდითო, - ამის შესახებ მუსიკოსმა და ტელეწამყვანმა გია გაჩეჩილაძემ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ჩვეულებრივად ვცხოვრობდით, მივყვებოდით ამ მშვენიერ გზას და უცებ ევროპარლამენტის ყოვლად უსამართლო რეზოლუციით დაიწყო ეს ამბავი, რომელმაც სააკაშვილის თავისუფლება გაუტოლა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ამას გამოუჩნდნენ დამცველები, ლობისტები, მაგრამ ქართველი ხალხი ვერ იტანს უსამართლობას და ზუსტად ამის დამტკიცება უნდა მოხდეს. ასე როგორ არ უყვართ თავისი ქვეყანა, რომ ასეთი რაღაცები იკადრონ: იქ ჩავიდნენ და ემუდარონ ევროპარლამენტარებს, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცენ“, - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.