უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი: რუსმა ოკუპანტებმა ნოვა-კახოვკა დატოვეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი: რუსმა ოკუპანტებმა ნოვა-კახოვკა დატოვეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის ქალაქი ნოვა-კახოვკა დატოვეს.

22 მარტის მდგომარეობით, „საოკუპაციო ჯარის ყველა ქვედანაყოფმა, რომელიც ხერსონის ოლქის ნოვა-კახოვკას დასახლებაში იყო განლაგებული, ქალაქი დატოვა“.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ხერსონისა და ზაპოროჟიეს მიმართულებებზე მოწინააღმდეგე ახლა თავდაცვით ქმედებებს აწარმოებს.