რატი იონათამიშვილი საპარლამენტო უმრავლესობაში ცვლილებებს გამოეხმაურა. „ქართული ოცნების“ წევრი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი კვლავ ძლიერი და ერთიანია.
„ჩვენი გუნდის ლიდერები ამბობდნენ, რომ იქნებოდა გარკვეული საკადრო ცვლილებები და ეს იქნებოდა საზოგადოებისთვის ცნობილი. ჩვენი სამი კოლეგა ღირსეული პიროვნებები არიან, რომლებიც სხვადასხვა პოზიციაზე გააგრძელებენ ჩვენი ქვეყნისა და გუნდის სამსახურში ყოფნასა და მუშაობას. რაც მთავარია, ჩვენი გუნდი არის ერთიანი, ერთსულოვანი და ერთად განვაგრძობთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე ზრუნვასა და მუშაობას“, - აცხადებს იონათამიშვილი.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ვლადიმერ ჩაჩიბაია და ნინო იობაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ, გიორგი ხელაშვილი კი მუშაობას პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლის თანამდებობაზე გააგრძელებს.