მამუკა მდინარაძე: „დროა“ ათი ათასობით დოლარის ეკვივალენტის რუბლებს იღებს რუსეთიდან და ანა ფოტიგას ორგანიზაციიდანაც იღებს დაფინანსებას - სწორედ ამ უცნაურობაზე ვლაპარაკობდით, რუსული კანონი რომ დაარქვეს და მერე ამერიკული აღმოჩნდა

მამუკა მდინარაძე: „დროა“ ათი ათასობით დოლარის ეკვივალენტის რუბლებს იღებს რუსეთიდან და ანა ფოტიგას ორგანიზაციიდანაც იღებს დაფინანსებას - სწორედ ამ უცნაურობაზე ვლაპარაკობდით, რუსული კანონი რომ დაარქვეს და მერე ამერიკული აღმოჩნდა

განსაკუთრებით უცნაური ამბავია „დროა“, რომელიც არის NGO-ც და პარტიაც, არეული აქვთ ეს ყველაფერი ერთმანეთში. ათი ათასობით დოლარის ეკვივალენტის რუბლებს იღებს რუსეთიდან და ანა ფოტიგას ორგანიზაციიდანაც იღებს დაფინანსებას - სწორედ ამ უცნაურობაზე ვლაპარაკობდით, რუსული კანონი რომ დაარქვეს და მერე ამერიკული რომ აღმოჩნდა, - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ფინანსური თანხების მიღების უკან დგას რადიკალური მიზნები და გეგმები. ამიტომ ვამბობთ, რომ ისინი არიან ომის პარტიის განშტოებები და სხვადასხვა გზით მიღებულ ფულს იყენებენ ქვეყნის ქაოსში ჩართვისათვის. განსაკუთრებით უცნაური ამბავია „დროა“, რომელიც არის NGO-ც და პარტიაც, არეული აქვთ ეს ყველაფერი ერთმანეთში. ათი ათასობით დოლარის ეკვივალენტის რუბლებს იღებს რუსეთიდან და ანა ფოტიგას ორგანიზაციიდანაც იღებს დაფინანსებას - სწორედ ამ უცნაურობაზე ვლაპარაკობდით, რუსული კანონი რომ დაარქვეს და მერე ამერიკული რომ აღმოჩნდა. ევროპაში ამერიკულია, კანადაში - ამერიკულია, ავსტრალიაში - ამერიკულია და მხოლოდ საქართველოშია რუსული. რატომ არის საქართველოში რუსული ის, რაც ყველგან ამერიკულია? იმიტომ რომ „დროასთან“ დაკავშირებული ამ უცნაურობის გაშიფვრა არავის უნდა. რომ მოსთხოვენ ხოშტარიას, რომ თან რუბლებს იღებ და თან ფოტიგას ორგანიზაცია გაფინანსებს, რაშია საქმე და სად არის რუსული და დასავლური ორგანიზაციების თანხვედრა? ეს რომ გაშიფრულიყო, დაარქვეს რუსული იმას, რაც EPP-ისთვის ამერიკულია. არსებობს კანონმდებლობა და არ შეიძლება, „ენჯეო“ და პარტია ერთმანეთში იყოს არეული. მე რომ დავარეგისტრირო „ქართული ოცნება“ როგორც „ენჯეო“, რომელიც მიიღებს დაფინანსებას და ამ ფულით პარტიულ საქმიანობას განახორციელებს. აი, ასეთი პარადოქსია“, - აცხადებს მდინარაძე.