ხობში ტრადიციული საეკლესიო-საერო დღესასწაული „ცოტნეობა" გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უმრავლესობის წევრებთან ერთად დაესწრნენ.
ბიძინა ივანიშვლმა ხობის მოსახლეობას ცოტნეობის დღესასწაული მიულოცა და უახლოეს მომავალში საქართველოს გამთლიანებისა და მისი კიდევ უფრო გაძლიერების იმედი გამოთქვა.