ალეკო ელისაშვილი - „ქართული ოცნების“ რღვევა, სავარაუდოდ, დაწყებულია

ალეკო ელისაშვილი - „ქართული ოცნების“ რღვევა, სავარაუდოდ, დაწყებულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აიძულეს, რომ ხმა იმ საძაგლობისთვის მიეცათ და ვინც არ მისცა, ამას უკმაყოფილება მოჰყვა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აიძულეს, რომ ხმა იმ საძაგლობისთვის მიეცათ და ვინც არ მისცა, ამას უკმაყოფილება მოჰყვა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ დაშლისკენ მიდის.
„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ალბათ 76 ადამიანიდან ნახევარზე მეტმა კანონპროექტს ხმა გულისრევით მისცა, რადგან მხარდაჭერა არ უნდოდა. კანონპროექტს მხარი ჯერ ძალადობრივად დაუჭირეს და შემდეგ ფართხაფურთხით უარყვეს, რაც ბევრისთვის შეურაცხმყოფელი იქნებოდა და ამას მოჰყვებოდა დრტვინვა. ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ მიდის დაშლისკენ და იმისკენ, რომ მისი შეცვლა აუცილებელია. „ქართული ოცნების“ რღვევა, სავარაუდოდ, დაწყებულია“, – განაცხადა ელისაშვილმა.

კ ა ხ ე ლ ი ეს არშემდგარი და როჟა-შეკერილი პოლიტიკანი რომ სხვის რღვევაზე საუბრობს, დეფიციტში ნაღდად გარღვევა სჭირს. :)
1 წლის უკან