ინგრედიენტები
800 გრამი კარტოფილი
1 ს/კ ზეითუნის ზეთი
1 თავი ხახვი
1 კბილი ნიორი
1/2 ჩ/კ დაფქული ჩილი
1/2 ჩ/კ პაპრიკა
1/2 ჩ/კ ძირა
1/2 ჩ/კ კაიენის წიწაკა
არაჟანი მირთმევისას
მომზადება
კარტოფილი კუბიკებად დაჭერით და 5 წუთით ადუღეთ. ამასობაში, ტაფაზე ზეთი გააცხელეთ და თუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი დაახლოებით 8 წუთით. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, დაფქული ჩილი, პაპრიკა, ძირა, კაიენის წიწაკა და თუშეთ კიდევ 2 წუთით.
გადაწურეთ კარტოფილი და ტაფაზე ხახვის ნაზავში მოათავსეთ. მოუმატეთ ტემპერატურას და ოდნავ ამოურიეთ, რომ სანელებლები კარგად შეერიოს კარტოფილს. წვით 10 წუთით, დარბილებამდე. მოაყარეთ ცოტაოდენი კაიენის წიწაკა და მიირთვით არაჟანთან ერთად.