დავით კაჭარავა: შეუძლებელია ერთდროულად მოგვიწოდებდნენ პოლარიზაციის დასრულებისკენ და თან ყველაზე რადიკალურ ძალებს აფინანსებდნენ პირდაპირი მიმართულებით

დავით კაჭარავა: შეუძლებელია ერთდროულად მოგვიწოდებდნენ პოლარიზაციის დასრულებისკენ და თან ყველაზე რადიკალურ ძალებს აფინანსებდნენ პირდაპირი მიმართულებით

ჩვენ საზოგადოებას ვაძლევთ შანსს, დაინახოს ყველაფერი კონკრეტული ფაქტებით, შეხედოს და გააკეთოს ანალიზი, თუ როგორ მოქმედებს „ომის პარტია“,- ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით კაჭარავამ განაცხადა.

„მოყვანილია პირდაპირ ფაქტები, თუ როგორ მოქმედებენ ისინი. ამიტომ ჩვენ გვინდა საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ კონკრეტული გადაწყვეტილებებით, რათა საზოგადოება იყოს ინფორმაციით აღჭურვილი, გააკეთოს ანალიზი და თვითონ მიხვდეს, თუ საით გვექაჩებიან. შეუძლებელია ერთდროულად თან მოგვიწოდებდნენ პოლარიზაცია დავასრულოთ და თან ყველაზე რადიკალურ ძალებს აფინანსებდნენ პირდაპირი მიმართულებით. „დროა“, „სირცხვილია“ და ა.შ. მყავს მხედველობაში. ასევე, შეუძლებელია ევროსაბჭო გაძლევდეს უმაღლეს შეფასებას სამ ქვეყანას შორის და ევროკომისია უსამართლოდ არ გაძლევდეს კანდიდატის სტატუსს, მაშინ, როდესაც მოლდოვას, რომელიც დსთ-შიც კი არის ამ წუთისთვის. ამ შემთხვევაში ჩვენ საზოგადოებას ვაძლევთ შანსს, რომ დაინახოს ეს ყველაფერი, კონკრეტული ფაქტებით, შეხედოს და გააკეთოს ანალიზი, თუ როგორ მოქმედებს „ომის პარტია“, - აღნიშნა კაჭარავამ.