„ხალხის ძალამ“, ანტისახელმწიფოებრივი, ანტისახელისუფლებო პროცესების დაფინანსების გამჭვირვალობის მოთხოვნით, გამოიწვია საერთაშორისო მასშტაბის ლუსტრაციის ტალღა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში შენიღბული და ხელშეუხებელი იყო

„ხალხის ძალამ“, ანტისახელმწიფოებრივი, ანტისახელისუფლებო პროცესების დაფინანსების გამჭვირვალობის მოთხოვნით, გამოიწვია საერთაშორისო მასშტაბის ლუსტრაციის ტალღა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში შენიღბული და ხელშეუხებელი იყო

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, Facebook-ის საკუთარ გვერდზე, საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბებიდან დღემდე მიღწეულ შედეგებს აჯამებს.

„თავისი ჩამოყალიბებიდან ნახევარ წელიწადში, საზოგადოებრივმა მოძრაობამ „ხალხის ძალამ“:

გამოააშკარავა „გლობალური ომის პარტიის“ არაერთი მცდელობა, ქვეყანა შეეყვანა მისი სახელმწიფოებრიობის გამანადგურებელ ომში, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის გზით;

უპასუხოდ არ დატოვა ამ გამოაშკარავებით გაღიზიანებული „გლობალური ომის პარტიის“ მესვეურების არცერთი ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი გამოხტომა, მათი ავტორების რანგისა თუ რეგალიების მიუხედავად;

ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტისახელისუფლებო პროცესების დაფინანსების გამჭვირვალობის მოთხოვნით, გამოიწვია ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის ლუსტრაციის ტალღა - რომელიც შენიღბული და ხელშეუხებელი იყო ათეულობით წლების განმავლობაში;

ხელი შეუწყო ე.წ. ოპოზიციის რადიკალური ფრთის დასუსტებას;

გამოააშკარავა და საკუთარ თავზე მიიღო ჩვენს თვალწინ ჩამოყალიბების ფაზაში მყოფი ე.წ. „დავარცხნილი ოპოზიციის“ მიერ ლიბერალური ფაშიზმის გამოხტომები;

საზოგადოებაში „კუ-კლუქს-კლანისა“ და ლიბერალური ფაშიზმის იდეების ჩანერგვასთან ბრძოლის წინა ფლანგზე იმყოფება;

ამ ეტაპზე, ჩაშალა „გლობალური ომის პარტიის“ მიერ ქვეყანაში „მაიდანის“ და ახალი „რევოლუციის“ მოწყობის გეგმა;

გამორიცხა ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება უკრაინული ან მოლდოვური სცენარით: ომით, პრაიდის ჩატარებით, პორნოგრაფიის ლეგალიზაციის კანონის მიღებით;

მხარს უჭერს ხელისუფლებას 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებას, რაც უკვე ქვეყნის პრესტიჟისა და პრინციპის ამბავია;

მხარს უჭერს ხელისუფლებას ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა განიხილებოდეს მხოლოდ: ღირსეული ევროპის პირობებში, ღირსეული საქართველოს ერთიან და ღირსეულ დასავლურ ოჯახში მიღების სახით“, - წერს დავით ქართველიშვილი.