გოგა ხაინდრავა: ნაციონალ-ბოლშევიკი ლიტმუშაკები არიან, მწერლებთან მათ კავშირი არ აქვთ. საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდი, ჩემს ახალგაზრდობაში კოლექტიურ წერილებს აღარ წერდნენ

გოგა ხაინდრავა: ნაციონალ-ბოლშევიკი ლიტმუშაკები არიან, მწერლებთან მათ კავშირი არ აქვთ. საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდი, ჩემს ახალგაზრდობაში კოლექტიურ წერილებს აღარ წერდნენ

ნაციონალ-ბოლშევიკი ლიტმუშაკები არიან, მწერლებთან მათ კავშირი არ აქვთ, - ასე გამოეხმაურა რეჟისორი გოგა ხაინდრავა მწერლებისა და გამომცემლების მოთხოვნას ელისო ბოლქვაძისთვის მშვიდობის ელჩის სტატუსის მოხსნაზე.

„ნაციონალ-ბოლშევიკი ლიტმუშაკები არიან, მწერლებთან მათ კავშირი არ აქვთ. ეს არის შეუმდგარი ხალხი, რომელიც ვარსკვლავებს ეპოტინება. ელისო ბოლქვაძე არის საქართველოს ხელოვნების ვარსკვლავი, დავით კაჭარავა არის სპორტის ვარსკვლავი და ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მწერლებად დანიშნეს. ეს ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ლაქაა თანამედროვე ქართულ ისტორიაში, რის მომსწრენიც გავხდით. კოლექტიური წერილები აღარ მახსოვს - საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდი, ჩემს ახალგაზრდობაში კოლექტიურ წერილებს აღარ წერდნენ. იქ წერდნენ ბორის ძნელაძეები, ხატებს ნაგანიდან რომ ესროდნენ, ეს ხალხია ესენიც“, - განაცხადა ხაინდრავამ.

საქართველოს პენ.ცენტრის სახელით, ქართველმა მწერლებმა, გამომცემლებმა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა იუნესკოს გენერალურ დირექტორს, ოდრი აზულაის საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ელისო ბოლქვაძისთვის მშვიდობის ელჩის სტატუსის მოხსნის მოთხოვნით მიმართეს. წერილს 126 ხელმომწერი ჰყავს.