ალასანია სააკაშვილზე: ჩვეულებრივი ჩონჩხია, სიცხე, წნევა დარბის, ყველაფერი იგივეა - ყოველ საათში შეიძლება დაიწყოს ორგანოების გამოთიშვა

ალასანია სააკაშვილზე: ჩვეულებრივი ჩონჩხია, სიცხე, წნევა დარბის, ყველაფერი იგივეა - ყოველ საათში შეიძლება დაიწყოს ორგანოების გამოთიშვა

მე რაც დავინახე ჩემი თვალით გუშინ, ჩვეულებრივი ჩონჩხია, დანარჩენი, სიცხე, წნევა დარბის, ყველაფერი იგივეა ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

"სამწუხაროდ, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს [როდის ჩამოვლენ პოლონელი ექიმები] უკვე 2 კვირაა ეს გრძელდება და ველოდებით, ჯერჯერობით არავითარი ინფორმაცია არ მაქვს და რაც მთავარია, ექიმები არ არიან. მე რაც დავინახე ჩემი თვალით გუშინ, ჩვეულებრივი ჩონჩხია, დანარჩენი, სიცხე, წნევა დარბის, ყველაფერი იგივეა. ყოველ საათს მნიშვნელობა აქვს, ყოველ საათში შეიძლება დაიწყოს ორგანოების გამოთიშვა, რაზეც სულ იყო ლაპარაკი, კახექსიის დროს ასე ხდება ხოლმე", - თქვა გიული ალასანიამ.