ქათმის მწვადი ჰავაიურად

ქათმის მწვადი ჰავაიურად

ინგრედიენტები

700   გრამი ქათმის მკერდის ფილე

1   ქილა დაუმტკბარი ანანასის ნაჭრები

1/2  ჭიქა სოიოს სოუსი

1/4  ჭიქა მცენარეული ზეთი

1   ს/კ ყავისფერი შაქარი

1   ჩ/კ დანაყილი ნიორი მარილთან ერთად

2   ჩ/კ დაფქული ჯანჯაფილი (კოჭა)

1   ჩ/კ მშრალი მდოგვი

1/4  ჩ/კ დაფქული ახალი წიწაკა

1   ცალი დიდი მწვანე წიწაკა

12   ცალი საშუალო ზომის სოკო

18   ცალი პამიდორი ჩერი

ცხელი მოხარშული ბრინჯი

მომზადებ

მოათავსეთ 2.5 სმ. ზომის კუბებად დაჭრილი ქათამი ლანგარზე.

გადაწურეთ დაკონსერვებული 450 გრ.–იანი ქილა ანანასი, გადაინახეთ ნახევარი ჭიქა წვენი.

პატარა ქვაბში ანანასის წვენს შეურიეთ რეცეპტის მომდევნო 7 ინგრედიენტი, მიიყვანეთ დუღილამდე, შემდეგ შეამცირეთ ტემპერატურა და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში. მომზადებული სოუსი მოასხით ქათმის ნაჭრებს ლანგარზე. დააფარეთ და გააცივეთ ერთი საათის განმავლობაში.

ამოიღეთ ქათამი მარინადიდან, ხოლო მარინადი გადაინახეთ. შამფურზე მონაცვლეობით წამოაცვით ქათამი, ანანასი, მწვანე წიწაკა დაჭრილი 2.5 სმ. ზომის ნაჭრებად, სოკო და პომიდორი. გრილზე, ცხელ ნაკვერჩხალზე, შეწვით ქაბაბი 20 წუთით, ხორცის შეწვამდე. როცა გადააბრუნეთ, მალ-მალე წაუსვით მარინადი.

გემრიელია ცხელ ბრინჯთან ერთად.