ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში  მუნიციპალურ პროგრამებთან დაკავშირებით მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში მუნიციპალურ პროგრამებთან დაკავშირებით მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

გურიის რეგიონში, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში, სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებზე მოქალაქეების ინფორმირების მიზნით საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.

სამხარეო ადმინისტრაციის, მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურისა და სოფლის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლებმა ადგილობრივებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმ პროგრამებსა და პროექტებზე, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიერ ხორციელდება და ხელმისაწვდომია გურიის რეგიონისთვის. აღნიშნული შეხვედრები მუნიციპალიტეტების ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა.