ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთში რეჟიმის შეცვლაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია შეერთებულ შტატებში რეჟიმის შეცვლა

ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთში რეჟიმის შეცვლაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია შეერთებულ შტატებში რეჟიმის შეცვლა

Fox News-ის წამყვანმა ტაკერ კარლსონმა Twitter-ზე უკრაინის ომთან დაკავშირებით კითხვაზე ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპის და პრეზიდენტობის შესაძლო რესპუბლიკელი კანდიდატის, რონ დესანტის პასუხები გამოაქვეყნა.   

კითხვაზე, მხარი უნდა დაუჭიროს თუ არა შეერთებულმა შტატებმა რუსეთში რეჟიმის შეცვლას, ტრამპმა უპასუხა:

„არა. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი შეერთებულ შტატებში რეჟიმის შეცვლას, ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. ბაიდენის ადმინისტრაციაა ის, ვინც ამ არეულობაში შეგვიყვანა."

უკრაინის და რუსეთის ომში უკრაინის მხარდაჭერის შესახებ კითხვის საპასუხოდ შეერთებული შტატების პრეზიდენტობის სავარაუდო  კანდიდატმა, ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა განაცხადა:

„მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებს ბევრი სასიცოცხლო ეროვნული ინტერესი აქვს... უკრაინასა და რუსეთს შორის ტერიტორიულ დავაში ჩართვა მასში არ შედის" ამ ბევრს შორის არაა “, - თქვა დესანტისმა  და დასძინა:

„ბაიდენის ადმინისტრაციის ვირტუალური „ცარიელი ჩეკი“, რომელიც კონკრეტული მიზნების ან პასუხისმგებლობის გარეშე აფინანსებს ამ კონფლიქტს „იმდენ ხანს, რამდენიც სჭირდება“, არის ყურადღების გადატანა ჩვენი ქვეყნის ყველაზე აქტუალური პრობლემებისგან.“