შალვა პაპუაშვილი: იმედი მაქვს, პარლამენტის 3 წევრი ქალი დაასახელებს, ვინ ახორციელებდა მათზე ზეწოლას, რომ მათ გადაწყვეტილება მიეღოთ არა საკუთარი არჩევანის საფუძველზე, არამედ ზეწოლის ქვეშ

შალვა პაპუაშვილი: იმედი მაქვს, პარლამენტის 3 წევრი ქალი დაასახელებს, ვინ ახორციელებდა მათზე ზეწოლას, რომ მათ გადაწყვეტილება მიეღოთ არა საკუთარი არჩევანის საფუძველზე, არამედ ზეწოლის ქვეშ

მინდა შეგახსენოთ, რა თქვა საქართველოს სახალხო დამცველმა თავის პირველ სიტყვაში, როდესაც მან პარლამენტს მიმართა და დაგვემშვიდობა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„პირველი, რაც ლევან იოსელიანმა თქვა, მან მადლობა გადაუხადა პარლამენტის 3 წევრ ქალს იმისთვის, რომ მათ გაუძლეს ზეწოლას. ამ ზეწოლის შესახებ მათ შორის მეც ვიცოდი და არ დასახელებულა სახალხო დამცველის მხრიდან, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ პარლამენტის ეს 3 წევრი დაასახელებს, ვინ ახორციელებდა მათზე ზეწოლას, რომ მათ გადაწყვეტილება მიეღოთ არა საკუთარი არჩევანის საფუძველზე, არამედ ზეწოლის ქვეშ. ეს არის ლაკმუსის ქაღალდი მათთვის, ვინც ეფარება დღეს რაღაც სექტორს და სინამდვილეში სხვებზე ზეწოლას ახდენენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.