ათეულობით სამართალდამცავს მიღებული აქვს საკმაოდ მძიმე დაზიანება, რაზეც პასუხისმგებელი არიან სწორედ ის პოლიტიკოსები, რადიკალები, რომლებიც ამას ხელმძღვანელობდნენ, დავალებებს იძლეოდნენ და რა თქმა უნდა, ამის აღმსრულებლებიც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებამ ნახა, როგორი მოთმინებით ხვდებოდნენ სამართალდამცავები აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას და ძალადობას.
„მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო სამართალდამცავ ორგანოებს, წყლის ჭავლი და ყველა სპეცსაშუალება გამოყენებული იქნა თანაზომიერების პრინციპისა და კანონის შესაბამისად. თქვენ ნახეთ, როგორი მოთმინებით ხვდებოდნენ სამართალდამცავები აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას და ძალადობას. ეს ძალადობა იყო უმძიმესი, პირდაპირ ესროდნენ მოლოტოვის კოქტეილებს სამართალდამცავ ორგანოებს, ესროდნენ ქვებს და ათეულობით სამართალდამცავს აქვს მიღებული საკმაოდ მძიმე დაზიანება, რაზეც პასუხისმგებელი არიან სწორედ ის პოლიტიკოსები, რადიკალები, რომლებიც ამას ხელმძღვანელობდნენ, დავალებებს იძლეოდნენ და რა თქმა უნდა, ამის აღმსრულებლები. ბუნებრივია, მათაც ეკისრებათ ამაზე პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.