შალვა პაპუაშვილი: არაფერი ამართლებს ძალადობას. გამოხატვის თავისუფლებას აქვს თავისი ფორმები, ძალადობა არ არის გამოხატვის თავისუფლება

შალვა პაპუაშვილი: არაფერი ამართლებს ძალადობას. გამოხატვის თავისუფლებას აქვს თავისი ფორმები, ძალადობა არ არის გამოხატვის თავისუფლება

ალბათ თქვენ თვითონაც ხშირად გამოგიყენებიათ ფრაზა - არაფერი ამართლებს ძალადობას. ეს მოქმედებს ყველგან და ყველა პირობებში. როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეს, გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს იმას, რომ ამას აქვს თავისი ფორმები. ძალადობა არ არის გამოხატვის თავისუფლება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

„არ მინდა დავასახელო პარლამენტის წევრი, რომელმაც აქციის მონაწილეებს პირდაპირ მოუწოდა უკანონობისკენ - პიკეტირებისკენ. რა თქმა უნდა, ახალგაზრდების ენერგია, რომელიც მათ ჰქონდათ ოპოზიციის ნაწილის მიერ დამკვიდრებული ყალბი ნარატივის შედეგად, ეს ემოცია შემდეგ ამ პოლიტიკოსების წაქეზებით მიიმართა აგრესიისა და კანონდარღვევისკენ. მათ ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა იგრძნონ. ეს არ არის პარლამენტის შტურმის პირველი მცდელობა, სხვა დროსაც გვინახავს ეს. ჩვენი პრობლემა არის არა პოლარიზაცია, არამედ რადიკალიზაცია, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი აწარმოებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.