ირაკლი კობახიძე: ჩვენ შევძელით სახალხო დამცველის არჩევა, რითაც კიდევ ერთი პუნქტი შესრულდა ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან, ოპოზიციამ ამასაც კი საბოტაჟი გამოუცხადა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ შევძელით სახალხო დამცველის არჩევა, რითაც კიდევ ერთი პუნქტი შესრულდა ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან, ოპოზიციამ ამასაც კი საბოტაჟი გამოუცხადა

ჩვენ შევძელით სახალხო დამცველის არჩევა, რითაც კიდევ ერთი პუნქტი შესრულდა ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან, ოპოზიციამ ამასაც კი საბოტაჟი გამოუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შევთავაზეთ კომპრომისული გადაწყვეტილება ოპოზიციონერის არჩევასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ჩვენ ვხედავთ, რომ კონკრეტული პოლიტიკური მიზნები აქვთ ამ რადიკალურ პოლიტიკურ ორგანიზაციებსა და ძალებს. მათი მიზანი რეალურად არ ემთხვევა სახელმწიფოს ინტერესებს. სახელმწიფოს ინტერესშია კანდიდატის სტატუსის მიღება და ისინი პირდაპირ უპირისპირდებიან ამ მიზანს, ეს არის სამწუხარო რეალობა. ჩვენ გავყვებით ამ მიზანსა და დღის წესრიგს. რამდენიმე დღის წინ, ჩვენ შევძელით ოპოზიციის ნაწილთან ერთად სახალხო დამცველის არჩევა, რითაც კიდევ ერთი პუნქტი შესრულდა ევროკავშირის მიერ დადგენილი პუნქტებიდან. ეს არის ჩვენი გზა. ოპოზიციამ ამასაც კი საბოტაჟი გამოუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შევთავაზეთ კომპრომისული გადაწყვეტილება ოპოზიციონერის არჩევასთან დაკავშირებით. აქედან კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მათი რეალური მიზანია წინააღმდეგობა გაუწიონ კანდიდატის სტატუსის მიღებას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და შესაბამისად ამ კუთხით გადაიდგმება ყველა ნაბიჯი“,- განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტმა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი აირჩია. კენჭისყრის შედეგად, ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ არც ერთი წავიდა.