იცით, რომ დღეს და ხვალ პარლამენტის შენობაში შესვლის რეჟიმი სრულად არის შეზღუდული. საჭიროა იმ ზიანის აღრიცხვა, რომელიც მიადგა როგორც შენობას, ისე ინფრასტრუქტურას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
„როგორც იცით, წერილით მივმართე ვენეციის კომისიის პრეზიდენტს და ვთხოვე, რომ მიმართვა, რომელიც მანამდე გვქონდა გაგზავნილი ამ ორ კანონპროექტთან დაკავშირებით, აღარ იყოს განხილული. შესაბამისად, მათგან დასკვნას აღარ ველით. რაც შეეხება ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს, უპირველეს ყოვლისა, იცით, რომ დღეს და ხვალ პარლამენტის შენობაში შესვლის რეჟიმი სრულად არის შეზღუდული. საჭიროა იმ ზიანის აღრიცხვა, რომელიც მიადგა როგორც შენობას, ისე ინფრასტრუქტურას. მნიშვნელოვანია, რომ დამხმარე პერსონალს და აპარატს მიეცეს შესაძლებლობა, რომ სრულად აღდგეს პარლამენტი. იცით, რომ ჩამსხვრეულია ფანჯრები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, მეორე სართულის ფანჯრის რაფაზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილიდან გაჩენილი იყო ცეცხლი და ა.შ.“ - აცხადებს პაპუაშვილი.