პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული და გაჟღერებულია და აქედან გამომდინარე, ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაიხედება, დანარჩენი მხოლოდ ტექნიკური საკითხია - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პროცედურებთან დაკავშირებით არის ცარიელი სპეკულაციები, რაც უკვე განიმარტა მამუკა მდინარაძის მხრიდან.
„ნებისმიერი კანონპროექტი ნებისმიერ თემაზე შეგიძლია დააინიცირო და რამდენიმე დღეში მიიღო დაჩქარებული წესით. პროცედურა აქ არაფერ შუაშია. პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული და გაჟღერებულია, აქედან გამომდინარე, ეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაიხედება, დანარჩენი მხოლოდ ტექნიკური საკითხია. ვინც ცდილობს, რომ ეს ტექნიკური საკითხი გამოიყენოს მანიპულირებისთვის, იმისთვის, რომ ძალადობრივი მუხტი შექმნას დღეს, რაც სამწუხაროდ, გუშინ და გუშინწინ იყო, ის არის თანაზიარიო იმ პასუხისმგელობის, რომელიც ამას შეიძლება უკავშირდებოდეს. ყველას მოვუწოდებთ, პოლიტიკანებს, რომლებიც ამაზე სპეკულირებენ, რომ თავი შეიკავონ ასეთი სპეკულაციებისგან. არის წმინდა წყლის ტექნიკური საკითხი, დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.