იაგო ხვიჩია: იაგო ხვიჩიას განცხადებით, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, პარლამენტში თანამშრომლობის პრობლემა არასდროს ჰქონიათ

იაგო ხვიჩია: იაგო ხვიჩიას განცხადებით, ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, პარლამენტში თანამშრომლობის პრობლემა არასდროს ჰქონიათ

„გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, პარლამენტში ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, თანამშრომლობის პრობლემა არასდროს ჰქონიათ.

„ჩვენ თანამშრომლობის პრობლემა არასდროს გვქონია. ერთადერთი ვინც ამას არ ახორციელებდა, იყო ხელისუფლება და ყოფილი ხელისუფლება. შესაბამისად კითხვა მათ მიმართაა. ჩვენ ამ პროცესში რთული ისედაც ვიყავით. უბრალოდ, აქამდე ჩვენი კოლეგებისგან არანაირი სურვილი არ შეგვიმჩნევია, რომ რაიმეს მიღწევა უნდოდათ. ახლა დავაკვირდებით, მოუნდებათ თუ არა, რაიმე სერიოზულად“, - განაცხადა ხვიჩიამ.

კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ ოპოზიცია ორად გაყო. ნაწილი აქციების გაგრძელების მომხრეა, ნაწილი კი მზადაა კანონპროექტის გაწვევის საპარლამენტო პროცედურაში აქტიურად ჩაერთოს. პარალელურად, ევროკავშირის წარმომადგენლობა მხარეებს მოუწოდებს, რომ ბრიუსელის რეკომენდაციები შესრულდეს და ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, პროევროპული რეფორმები გაგრძელდეს.