შალვა პაპუაშვილი: სტიგმატიზაციაზე საუბრობს ხალხი, რომლებიც სტიგმების შექმნის ჩემპიონები არიან

შალვა პაპუაშვილი: სტიგმატიზაციაზე საუბრობს ხალხი, რომლებიც სტიგმების შექმნის ჩემპიონები არიან

სტიგმატიზაციაზე საუბრობს ხალხი, რომლებიც სტიგმების შექმნის ჩემპიონები არიან - ეს ორგანიზაციები, ადამიანები, რომლებსაც ხშირად ვხედავთ ბოლო 10 წელია, არაფერს აკეთებენ აკეთებენ გარდა იმისა, რომ შექმნან სტიგმა, დაამუშაონ, მიაწებონ ხან სასამართლოს, ხან პარლამენტს, ხან მთავრობას, ხან პარტიებს, შემდეგ ომბუდსმენის კანდიდატს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.

„წინა კანდიდატებზეც იყო მცდელობა. ისინი გაწაფული არიან ყალბი სტიგმების შექმნასა და კულტივაციაში. საბოლოო ჯამში, მოქალაქეებზე იმ დონის ზემოქმედებას ახდენენ, რომ შეაზიზღონ საკუთარი ხელისუფლება, პარლამენტი, ომბუდსმენი და ყველაფერი, რაც კი ქართულია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.