ინგრედიენტები
230 გრამი ძვლიანი ღორის ხორცი
1 ჩ/კ პაპრიკა
1 ჩ/კ გამხმარი ორეგანო
1 ჩ/კ ნივრის ფხვნილი
1/2 ჩ/კ მარილი
1/2 ჩ/კ დაფქული შავი პილპილი
1/2 ჩ/კ დაფქული ჩილი
1 ცალი დაფნის ფოთოლი
3 ჭიქა ქათმის ბულიონი
2 ჭიქა წყალი
2 ს/კ სოიოს სოუსი
1/4 ჭიქა ფქვილი
3 ცალი დაჭრილი კარტოფილი
1 ჭიქა დაჭრილი ბროკოლი
1 ცალი დაჭრილი სტაფილო
1 ცალი დაჭრილი ხახვი
2 ღერი დაჭრილი ნიახური
მომზადება
ღორის ხორცი (დაუჭრელად), პაპრიკა, ორეგანო, ნივრის ფხვნილი, მარილი, პილპილი, ჩილი, დაფნის ფოთოლი, ქათმის ბულიონი, წყალი და სოიოს სოუსი დიდ ქვაბში მოათავსეთ. აადუღეთ თავსახურის გარეშე. შემდეგ შეამცირეთ ტემპერატურა და ადუღეთ დაბალ ტემპერატურაზე 1 საათით. ამოიღეთ ხორცი და დადგით გასაცივებლად.
ხარშვისას მიღებული ¾ ჭიქა სითხე ფქვილთან ერთად ათქვიფეთ. როცა ხორცი გაცივდება, მოაშორეთ ძვლები და ცხიმი. ხორცი პატარა ნაწილებად, ლუკმებად დაჭერით.
დაუმატეთ დაჭრილი კარტოფილი, ბროკოლი, სტაფილო, ხახვი, ნიახური და მოხარშული ხორცი ქვაბში. წვნიანი აადუღეთ და შეურიეთ ფქვილის ნაზავი. შეამცირეთ ტემპერატურა და დაბალ ტემპერატურაზე 1 საათით ადუღეთ. ამოიღეთ დაფნის ფოთოლი. კარტოფილი მირთმევამდე ოდნავ დასრისეთ. გემრიელად მიირთვით!