ირაკლი ჩიქოვანი: ოპოზიცია პრაქტიკულად გაკოტრებულია და არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი არ გააჩნია, აქედან გამომდინარე ხმაურიანი ეპატაჟით ცდილობენ საზოგადოების ყურადღების მიპყრობას

ირაკლი ჩიქოვანი: ოპოზიცია პრაქტიკულად გაკოტრებულია და არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი არ გააჩნია, აქედან გამომდინარე ხმაურიანი ეპატაჟით ცდილობენ საზოგადოების ყურადღების მიპყრობას

მე ვთვლი, რომ ეს ოპოზიციის მხრიდან არის აბსოლუტურად ამაზრზენი მოქმედებები. ამ ადამიანებმა კიდევ ერთხელ დაგვანახეს რომ მათთვის დემოკრატია არაფერია, გარდა სიტყვებისა და რეალურად ისინი მზად არ არიან შინაარსიან დებატებში მონაწილეობისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტში გუშინ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

„ისინი ამ ქმედებებით ცდილობენ ყურადღების მიპყრობას. ოპოზიცია პრაქტიკულად გაკოტრებულია და არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი არ გააჩნია, აქედან გამომდინარე ხმაურიანი ეპატაჟით ცდილობენ საზოგადოების ყურადღების მიპყრობას“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

ხალხის ძალის მიერ ინიცირებული კანონპროექტების საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განხილვა დასრულდა და განსახილველად წამყვან, იურდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.

14 თებერვალს „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი დაიწუნა და მასში გარკვეული საფრთხე დაინახა.

21 თებერვალს კი „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მოძრაობა კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიასაც წარადგენს, რომელიც ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი იქნება. კანონპროექტის ორივე ვერსია ვენეციის კომისიაში გაიგზავნება.