ირაკლი კობახიძე: ლევან იოსელიანი პატიოსანი, პატრიოტი ადამიანია, თუმცა, მინუსი რაც შეიძლება ვთქვათ, ეს არის პოლიტიკური მიკერძოება - ის პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელია

ირაკლი კობახიძე: ლევან იოსელიანი პატიოსანი, პატრიოტი ადამიანია, თუმცა, მინუსი რაც შეიძლება ვთქვათ, ეს არის პოლიტიკური მიკერძოება - ის პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელია

თუ პიროვნულ მახასიათებლებს ავიღებთ, მას ძალიან ბევრი პლუსი აქვს. არის პოლიტიკური მიკერძოების კომპონენტი - ყველაფერზე დაგვჭირდება მსჯელობა იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ლევან იოსელიანზე საუბრისას განაცხადა.

„ლევან იოსელიანი არის პატიოსანი, პატრიოტი ადამიანი - ეს თვისებები მას აქვს. თუმცა, მეორე თემაა, მინუსი რაც შეიძლება ვთქვათ, ეს არის პოლიტიკური მიკერძოება, ის არის პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი. ეს ყველა ფაქტორი უნდა იყოს გათვალისწინებული“, - აღნიშნა კობახიძემ.

პოლიტიკური ჯგუფის - „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალექსანდრე ელისაშვილმა სახალხო დამცველობის კანდიდატად ჯგუფის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი წარადგინა.