მოლდოვის პარლამენტში კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის დასახელების ცვლილების შესახებ კანონპროექტის განხილვას უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა

მოლდოვის პარლამენტში კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის დასახელების ცვლილების შესახებ კანონპროექტის განხილვას უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა

მოლდოვის პარლამენტში კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის დასახელების ცვლილების შესახებ კანონპროექტის განხილვას უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პარტია „მოქმედება და სოლიდარობის“ დეპუტატმა, ვერონიკა როშკამ წარადგინა კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულების შესახებ. ამ კანონპროექტის თანახმად, მმართველი პარტია აპირებს, შეცვალოს ფორმულირება „მოლდოვური ენა“ „რუმინული ენით“.

კანონპროექტის წარდგენის დროს, ტრიბუნასთან კომუნისტებისა და სოციალისტების დეპუტატები გავიდნენ. მათ თან ჰქონდათ პლაკატები წარწერით „მოლდოვა. მოლდოველები. მოლდოვური“.