პოდოლიაკი: რუსეთში უკრაინული დივერსიული ჯგუფის შესვლის შესახებ ინფორმაცია კლასიკური მიზანმიმართული პროვოკაციაა

პოდოლიაკი: რუსეთში უკრაინული დივერსიული ჯგუფის შესვლის შესახებ ინფორმაცია კლასიკური მიზანმიმართული პროვოკაციაა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთში უკრაინული დივერსიული ჯგუფის შესვლის შესახებ ინფორმაცია კლასიკური მიზანმიმართული პროვოკაციაა.

„რუსეთ სურს, შეაშინოს თავისი ხალხი, რათა გაამართლოს სხვა ქვეყანაზე თავდასხმა და მზარდი სიღარიბე ომიდან ერთი წლის შემდეგ. რუსეთში პარტიზანული მოძრაობა თანდათან უფრო ძლიერი და აგრესიული ხდება. გეშინოდეთ თქვენი პარტიზანების“, - აღნიშნა მიხაილო პოდოლიაკმა.

მანამდე რუსულმა მედიამ ბრიანსკის ოლქის გუბერნატორზე, ალექსანდრე ბოგომაზზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ „უკრაინელი დივერსანტები“ ოლქის ორ სოფელში შევიდნენ.