შალვა ხაჭაპურიძე: თამარ დავარაშვილი პირველივე დღიდან არ იყო დასაშვები სააკაშვილთან არაკომპეტენტურობისა და გაუნათლებლობის გამო

შალვა ხაჭაპურიძე: თამარ დავარაშვილი პირველივე დღიდან არ იყო დასაშვები სააკაშვილთან არაკომპეტენტურობისა და გაუნათლებლობის გამო

თამარ დავარაშვილი პირველივე დღიდან არ იყო დასაშვები სააკაშვილთან არაკომპეტენტურობის და გაუნათლებლობის გამო, - ამის შესახებ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

„სააკაშვილმა ქალბატონი თამარ დავარაშვილი გამოუშვა მისი მკურნალი ექიმობიდან, რაც ახლა კი არა, მე რომ ჩავერთე საქმეში, პირველივე დღეს ვურჩიე. თავიდანვე არ იყო ეს ქალი დასაშვები არაკომპეტენტურობის, გაუნათლებლობის გამო და იმის გამო, რომ ემსახურება სპეცსამსახურებს და ატარებს არა პაციენტის, არამედ მათ ინტერესებს. ის არღვევს ჰიპოკრატეს ფიცს და მასთან დაკავშირებით პროკურატურაშიც შევიტან განცხადებას და მარეგულირებელშიც, რომ ექიმის ლიცენზია ჩამოერთვას“, - აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.

ექიმმა თამარ დავარაშვილმა „ქრონიკასთან“ საუბარში განმარტა, თუ რატომ თქვა უარი მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაზე. დავარაშვილის განცხადებით, ამის მიზეზი გახდა ის, რომ სააკაშვილმა მას სუსის აგენტი უწოდა.

რომანი დავარაშვილის ამასწინანდელი ინტერვიუს მიხედვით, მდგომარეობა ზუსტად პირიქით არის, იგი ძლიერი პროფესიონალი და წესიერი ქალბატონია. ხაჭაპურიძისგან განსხვავებით.
2 წლის უკან