ირაკლი ქადაგიშვილი: მსოფლიოში არავის აუკრძალია პარლამენტში კანონპროექტის განხილვა. რატომ შემოგვაქვს საქართველოში სტიგმა

ირაკლი ქადაგიშვილი: მსოფლიოში არავის აუკრძალია პარლამენტში კანონპროექტის განხილვა. რატომ შემოგვაქვს საქართველოში სტიგმა

მსოფლიოში არავის აუკრძალია პარლამენტში კანონპროექტის განხილვა. რატომ შემოგვაქვს საქართველოში სტიგმა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტებზე საუბრისას განუცხადა.

„შენ რომელიღაც პარლამენტში აკრძალო რომელიღაც საკითხის განხილვა და ამ განხილვის გამო შენ ვიღაცის სანქცირება მოითხოვო, ეს არის იგივე დემაგოგია. პარლამენტს ნებისმიერი კანონპროექტის განხილვის უფლება აქვს და მსოფლიოში არავის აუკრძალია პარლამენტში კანონპროექტის განხილვა. რატომ შემოგვაქვს საქართველოში სტიგმა?!“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პარალელურად „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში რუსული გავლენის აგენტების რეესტრს ქმნის. პარტიის ინიციატივა მედიას ლევან ბეჟაშვილმა გააცნო.