ინგრედიენტები
3 ცალი კვერცხი
2 ჭიქა შაქარი
1 1/2 ჭიქა სასურველი ხილის ჯემი
2 ჭიქა წყალი
2 ჩ/კ სოდა
ვანილი
ფქვილი
მომზადება
ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი, დავამატოთ ჯემი, სოდა, წყალი, ვანილი და ფქვილი იმდენი, რომ მივიღოთ არაჟნის სისქის ცომი.
ჩავასხათ ცომი ცხიმწასმულ ფორმაში და გამოვაცხოთ 150 C-ზე. ზემოდან შეგიძლიათ მოაყაროთ პუდრა ან მოასხათ შოკოლადი. გემრიელად მიირთვით!