Energy Community-ს წარმომადგენლობას საქართველოში სალომე ჯანელიძე უხელმძღვანელებს

Energy Community-ს წარმომადგენლობას საქართველოში სალომე ჯანელიძე უხელმძღვანელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი, სალომე ჯანელიძე საქართველოში ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) წარმომადგენლობას უხელმძღვანელებს. სალომე ჯანელიძე, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების მთავარი ექსპერტი საქართველოს დაეხმარება ენერგეტიკის სექტორის რეფორმირების პროცესში ევროპული კანონმდებლობის ჰარმონიზებასა და ტრანსპოზიციაში. 

სალომე ჯანელიძე სემეკში 2015 წლიდან საქმიანობდა. 2021 წლიდან დღემდე არის სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის საბჭოს წევრი, 2016-2017 წლებში მიწვეული იყო ექსპერტად ენერგეტიკული გაერთიანების სათავო ოფისში (ავსტრია, ქ.ვენა). მისი საქმიანობა შეეხებოდა საქართველოს კანონმდებლობასთან ევროპის მესამე ენერგეტიკული პაკეტის დირექტივებისა და რეგულაციების ჰარმონიზებას, სამუშაო პროექტების მომზადებას.

სალომე ჯანელიძე პროფესიით იურისტია.  მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ეკონომიკისა და ბიზნესის სამართალში (LLM, გრონინგენის უნივერსიტეტი, ნიდერლანდები) და  ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ეკონომიკურ მიმართულებებში (ესექსის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი).  ამჟამად არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დოქტორანტი.  2013 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.  მენტორობას უწევს ენერგეტიკის სექტორში დასაქმებულ ქალებს.