ამ ქვეყნის ისტორიაში, ყველაზე მავნებლური პარტია იშლება და დაღმართისკენ მიდის, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესი რომ დაწყებულია, ეს არის ფაქტი. ვერ უშველა ვერც თავისმა მედიამ. ის არის მედიაპროდუქტი. რომ არა მათი მედია მხარდაჭერა, „ნაციონალური მოძრაობა“ ასეთი ორგანიზაცია და პარტია არ არსებობს. ყველაზე მავნებელი პარტია ამ ქვეყნის ისტორიაში კიდევ იშლება და დაღმართისკენ მიდის, ეს ძალიან კარგია ქვეყნისთვის, მაგრამ ცუდია, რომ ის მთავარი ოპოზიციური პარტიაა. კარგ ოცნებაში უნდა წარმოვიდგინოთ, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია ვიღაც სხვა გახდება, რომელიც შეძლებს სიმართლეზე ლაპარაკს და ამის შემდეგ ამ ქვეყანაში რეალური ოპოზიცია გვეყოლება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.