ვიქტორ ყიფიანი: როდესაც ბენეფიციარი მიმართავს თანხის გადმორიცხვის მოთხოვნით და თანხა მიმართული უნდა იყოს ქველმოქმედებაზე, პასუხს ვიღებთ მეტად უცნაურს, რომ ეს არის მეტისმეტად დიდი თანხა, რომელიც უნდა დაიხარჯოს ქველმოქმედაზე

ვიქტორ ყიფიანი: როდესაც ბენეფიციარი მიმართავს თანხის გადმორიცხვის მოთხოვნით და თანხა მიმართული უნდა იყოს ქველმოქმედებაზე, პასუხს ვიღებთ მეტად უცნაურს, რომ ეს არის მეტისმეტად დიდი თანხა, რომელიც უნდა დაიხარჯოს ქველმოქმედაზე

რამდენიმე ელემენტი გავშალეთ, რაც აბსოლუტურად არანაირ თანხვედრაში არ არის გონივრულ საბანკო-საფინანსო ინდუსტრიის პრინციპებთან, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა, „ქრონიკას“ განუცხადა.

„როდესაც ბენეფციარი მიმართავს თანხის გადმორიცხვის მოთხოვნით და თანხა მიმართული უნდა იყოს ქველმოქმედებაზე, პასუხს ვიღებთ მეტად უცნაურს, რომ ეს არის მეტისმეტად დიდი თანხა, რომელიც უნდა დაიხარჯოს ქველმოქმედაზე და ამ ოდენობით ქველმოქმედებაზე მისამართი თანხა დააზიანებს ოჯახის წევრთა ფინანსურ მდგომარეობას. ეს აბსოლურურად ლოგიკას აცდენილი პასუხია. როდესაც ერთ-ერთ წერილში გვთავაზობს მეორე მხარე, რომ თანხის 7%-ს გადმოგვირიცხავს და ჩვენი შეკითხვა, რატომ 7% და მეტი ან ნაკლები არა, ესევ რჩება ჰაერში გამოკიდებული. თურმე ტრასს იმაზე უკეთ შეუძლია ოჯახის წევრებზე იზრუნოს, ვიდრე ოჯახის თავკაცმა - ესეც ჩვენი აზრით, აბსურდულია და როდესაც საუბარია ჯერ არ დაბადებული ბავშვების ინტერესების მხედველობაში მიღებაზე, საპირწონე ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება უკეთ განსაზღვროს და დაგეგმოს თუ ტრასტის მესვეურებმა, ესეც რა თქმა უნდა, ვერანაირ ლოგიკურ ახსნას ვერ ექვემდებარება“, - განაცხადა ყიფიანმა.