ალუდა ღუდუშაური: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი რაიმე ე.წ. წმინდა ძროხა არის, არ შეიძლება მსჯელობა? რაიმე სახის საკრალური თემაა, თუ რაზე ვსაუბრობთ?

ალუდა ღუდუშაური: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი რაიმე ე.წ. წმინდა ძროხა არის, არ შეიძლება მსჯელობა? რაიმე სახის საკრალური თემაა, თუ რაზე ვსაუბრობთ?

ეს კანონპროექტი რაიმე ე.წ. წმინდა ძროხა არის, თუ როგორ არის, არ შეიძლება მსჯელობა? რაიმე სახის საკრალური დოკუმენტი, თემა არის, თუ რაზე ვსაუბრობთ?, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა „ქრონიკაში“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტების მოწინააღმდეგეებზე საუბრისას განაცხადა.

რაც შეეხება 12 პუნქტს, ის რადიკალი ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურად ხელმოცარული ადამიანები არიან და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო არასამთავრობო ორგანიზაციის მიზნებთან, ამოცანებთან და მათი წარმომადგენელი როდესაც დგას და ხალხს მოუწოდებს მიტინგზე, ახლა სადღაც უნდა შევარდნენ და ხელისუფლება უნდა შეცვალონ, ჩრდილოვანი მინისტრთა კაბინეტი მთავრობა უნდა ჩამოაყალიბონ - საზოგადოებამ იცის ეს ყველაფერი, რაოდენ პარადოქსიც არ უნდა იყოს, ეს ადამიანები ჩვენზე საუბრობენ.

ერთი ცხადია, ჩვენ ჩავწერეთ ქვეყნის მთავარ კანონში - ჩვენი ქვეყნის გეზი არის ევროპული ღირებულებებისკენ და ვიცავთ ამ ღირებულებებს მტკიცედ. ბუნებრივია, ამას გავაგრძელებთ, ჩვენი ხალხის, საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით. ეს ინტერესია სწორედ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება და ჩვენი ევროპისკენ სვლა“, - განაცხადა ღუდუშაურმა.