„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რუსეთი რომ ოკუპანტია ამას მთავრობის არცერთი წევრი არ უარყოფს და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მის ბანერზე ტერმინი „საქართველოს გასაბჭოება“ 2010 წელს ოფიციალურად დადგენილი ტერმინია.
„რა თქმა უნდა არსებობს ისტორიული ფაქტები, მათ შორის, რაც მოხდა 2008 წელს, ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ სააკაშვილის წყალობით. მან ჩააბარა 20% რუსეთის ფედერაციას. ასევე ისტორიული ფაქტია ისიც, რომ რუსეთის საბჭოთა ფედერაციამ განახორციელა ისტორიული ოკუპაცია. არავის ინტერესებში არ შედის, რომ ეს ისტორიული ფაქტები სხვანაირად წარმოაჩინოს. მეც დავდე მაგალითად ბანერი, სადაც ეწერა „საქართველოს გასაბჭოება“, რაც არის 2010 წელს ოფიციალურად დადგენილი ტერმინი. არავის არანაირი ინტერესი არ აქვს, რომ ეს ფაქტები უარყოს. ჰკითხეთ ირაკლი ღარიბაშვილსაც, ზუსტად იგივე პოზიცია აქვს. დავწერე „გასაბჭოება“ იმიტომ კი არა, რომ რუსეთი არ უნდა მეხსენებინა, ეს ოფიციალური ტერმინია, რაც მოხდა 1921 წელს “, - განაცხადა კობახიძემ.